საახალწლო კაბები წვეულებისთის

საახალწლო

რასაკვირველია, ახალი წელი ეს არის დიდი კარნავალი, ბალი, მასკარადი, მაგრამ  ყველას მისი აღნიშვნის თავისებური გეგმა აქვს: ზოგისთვის ახალი წელი რომანტიული  ვახშამია, ზოგისთვის – შეხვედრა ძველ მეგობრებთან, ბევრი კი ამ დღესასწაულის  გატარებას თბილ, ოჯახურ გარემოში ამჯობინებს. თუმცა, ყველას სურს ახალი წლის  დღეებში ლამაზად და სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეს. ოპტიმალური ვარიანტი  ნებისმიერი შემთხვევისთვის არის კაბა. კლასიკა, როგორიცაა პატარა შავი კაბა,  მშვენიერი არჩევანი იქნება. ხოლო ვისაც ეს მოდელი უკვე მობეზრდა და ჰგონია, რომ  ამოწურა მისი შესაძლებლობები, ძალიან სცდება. მათ უბრალოდ უნდა შეათვალიერონ  პატარა შავი კაბის თანამედროვე ვარიანტები და აუცილებლად შეიცვლიან აზრს.   მაგალითად: Balmain – ფენებიანი მინი კაბა, მაღალი წელით, ღია მხრებით და სამეფო  შლეიფით. BCBG Max Azria – მუხლებამდე სწორი შავი ატლასის კაბა, აჟურული  მოსასხამით. Betsey Johnson – ბაფთით გაფორმებული ორიგინალური შავი კაბა. Michel  Koros – ტანზე მომდგარი კაბა, არშიებით. ამ კლასიკური თემის ესა თუ ის ვარიანტი  უკლებლივ ყველა მოდის სახლმა წარმოადგინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დიზაინერს თავისი სახასიათო სტილი აქვს, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ შეუსაბამებენ დიზაინერები პატარა შავ კაბას თავიანთ გემოვნებას და სეზონურ ტენდენციებს. არჩევანი ცხადია დიდი იქნება. მაგრამ პატარა შავი კაბის გარდა არსებობს ბევრი სხვა ვარიანტიც. მაგალითად, ძალიან ეფექტური და აქტუალურია თეთრი და შავის შეხამება. Betsey Johnson – მა წარმოადგინა თეთრ ატლასზე შავი მაქმანი და შავი აქსესუარი ( ქამარი, ხელოვნური ყვავილი, ბაფთა, თუმცა ყველაფერი ზომიერად.) Giambattista Valli და Giorgio Armani-ს თეთრი და შავის შეფარდება თითქმის გეომეტრიული სიზუსტით აქვთ დაცული. ძალიან ელეგანტურია შავი ხავერდის სახელოები თეთრი ატლასის ტანზე მომდგარ კაბაზე. ან შავ კაბა-ფუტლიარზე თეთრი აბრეშუმის ფურშფუშები. თუმცა, უფრო მარტივადაც შეიძლება. მაგალითად, ვიწრო შავი ქამარი თეთრ კაბაზე ( ატლასის კაბა Alice Roi – სგან ან მაქმანებიანი კაბა Betsey Johnson-ისგან.) წარმოდგენილ კოლექციებში გვხვდება ამ სეზონის საინტერესო სიახლე: ეფემერული თეთრი კაბა და სქელი შავი კოლგოტი. ეს ერთი შეხედვით უხეშად გამოიყურება, თუმცა ნამდვილად ლამაზი და ორიგინალურია. ახალი წლისთვის კი ორიგინალურობა ნამდვილად საჭიროა. სხვათაშორის აღნიშნული ვარიანტი შეიძლება ძალიან სექსუალურადაც გამოიყურებოდეს. Sonia Rykiel-მა თავის კოლექციაში წარმოადგინა ჰაეროვანი კაბები გამჭვირვალე ქსოვილისგან ( როგორც შავი, ასევე თეთრი და სხვა ღია ტონალობები.) გამჭვირვალე კაბებიდან კარგად ჩანდა სქელი, ელეგანტური წინდები. და ბოლოს მთავარი სილუეტი, რომელსაც დღეს დიზაინერები გვთავაზობენ – ეს არის ტანზე მომდგარი ან სწორი კაბები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s