ტაკადა კენზო: ქალებს თავისუფლება სურთ


“ცნობისმოყვარე უნდა იყო და მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგწონს, თუნდაც შემოსავალი არ მოჰქონდეს”, — თქვა ერთხელ ტაკადა კენზომ, ”იაპონელი მოდელიერიდან  ყველაზე მეტად ევროპელმა” დიზაინერმა.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილი, ყველაფერ იაპონურზე მოდის შემომტანი, ძალიან უბრალო და ამავე დროს იდუმალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველაფერი, რასაც კენზო აკეთებს, მსოფლიო მასშტაბის შედევრად იქცევა ხოლმე: მაგიური არომატებით დაწყებული – კოლექციების ეგზოტიკური სახეებით დამთავრებული. სწორედ კენზომ შესთავაზა ევროპას სახელო-კიმონოები, დაჩითული ნახატები და კაშკაშა ყვავილები ქვედაკაბებზე, ფრანგულ მოდას ე. წ. Couture Destructuree — კონსტრუქციული და დეკონსტრუქციული შემოქმედების ანარეკლი: გრძელი ფართო პიჯაკი, მუხლამდე შორტები, მინიპალტოები, კაბა-სვიტერები და უზარმაზარი ბერეტები წარმოუდგინა.

კენზო 1939 წლის 27 თებერვალს პროვინცია ჰიოგოში ჩაის სახლის მეპატრონის სამაგალითო ოჯახში დაიბადა. სრულიად ახალგაზრდა გატაცებით ათვალიერებდა მოდის პოპულარულ ჟურნალ Sunflower-ს და ქაღალდის თოჯინებისთვის სამოსს ხატავდა. ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ერთი სემესტრი სწავლობდა, მერე სწავლა მიატოვა და ტოკიოსკენ გაემართა — შესაძლებლობებისა და კავშირების გარეშე, მხოლოდ ის იცოდა, რომ მოდა მისი მოწოდება იყო. იმისათვის რომ თავი ერჩინა, კენზო მღებავის თანაშემწედ მუშაობდა და იღებდა 3000 იენას თვეში (რაც დაახლოებით 7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად მაღაზიაში ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დიზაინერების დაუსწრებელ კურსებზე.  მიზანსწრაფული ყველაფერში, არ ემორჩილებოდა საზოგადოებრივ წესებს და ამ წესებს სათავისოდ ცვლიდა.

19 წლის ასაკში ტაკადა პირველი ახალგაზრდა კაცი გახდა მოდელიერების უძველეს იაპონურ სკოლაში  Bunka Gakuen (მანამდე იქ მხოლოდ გოგონებს იღებდნენ), და სულაც არ აშფოთებდა ზურგსუკან ქალთა კოლექტივის ქირქილი . თავგადაკლული სწავლის სამი წლის შემდეგ ტაკადამ სკოლის პატივისცემა დაიმსახურა, 1960 წელს გაიმარჯვა პრესტიჟულ ეროვნულ კონკურზე Soen, და დაიწყო შეკვეთით მუშაობა ქალთა სამოსის ელიტური ქსელისთვის Sanai. ასეთი აღმავლობა მოდელიერს სტიმულს აძლევდა, მაგრამ ერთადერთი სურვილი რჩებოდა მოდის ოლიმპის — პარიზი უნდა დაეპყრო, სადაც ყოველდღე ახალი სახელები, ახალი სტილი და ახალი იდეები იბადებოდა.  ”ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე, ტოკიოში დავრჩებოდი ”, –  თქვა ერთხელ ტაკადა კენზომ. მაგრამ მაშინ სხვაგვარად იყო.

წარმატებას დიდხანს არ დალოდებია: უეცრად ”გამდიდრდა”, ხელისუფლებისგან 350-ათასიენიანი კომპენსაცია მიიღო ტოკიოს გარეუბანში თავისი ძველი სახლის პატარა მონაკვეთისთვის. გააცნობიერა რა, რომ ეძლევა, თავისი ოცნების ქვეყნის დაპყრობისა და მსოფლიო აღიარების მოპოვების უნიკალური შანსი, 1965 წელს პარიზში გადადის. თუმცა, როგორც ხშირად ხდება,  პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მატყუარაა, იქ ხომ მას არავინ ელოდა: არც ფრანგულად ლაპარაკობდა, არც სამსახური ჰქონდა, უფრო მეტად დუმდა, ისმენდა, უყურებდა და იმახსოვრებდა.

”მსოფლიოს არც ერთ კუთხეში თავი ისე კარგად არ მიგრძვნია, როგორც პარიზში, — ყვება მოდელიერი. — აქ ყოველი ქვა, ყველა ღრუბელი, ყოველი გამვლელი მეხმარება ჩემს შემოქმედებაში. მაგრამ გულის სიღრმეში იაპონელად დავრჩი”.

1970 წელს კენზო თავის პირველ 30 მოდელს ქმნის, რომელთაგან ხუთი ცნობილი დიზაინერის ლუი ფეროს ცოლმა იყიდა. მაშინ კენზომ თავისი ნამდვილი ”ფესვები” გაიხსენა: საკურას იაპონური ბაღები, მუსიკა, სიცილი, გეიშების სიმღერა. და კიმონოებით დაწყება სავსებით ბუნებრივად მოეჩვენა: ”70-იანების დასაწყისში იაპონიაში კიმონოების ორი მიმართულება იყო – მარტივი და ძალიან მკაცრი ან ძალიან ფერადი, როგორც იაპონური თეატრი კაბუკი. მეორე ავირჩიე, – იხსენებს ოსტატი. – პარიზში, გადაწყვიტა რა, რაღაც მისეული გამეკეთებინა, კიმონოს და დასავლური სამოსის შერწყმაზე ვიფიქრე: თავისუფალი სვიტერები, მკაცრი ხაზები, ფართო სახელოები…”

კენზო ტაკადა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როცა ცნობილი მაღაზიებისა და ჟურნალების შეკვეთები ჰქონდა. ყველა მისი მოდელი განუმეორებელი იყო: ხაზების, ყვევილებიანი და ცხოველებიანი ნახატების, კუბოკრულის სხვადასხვა შერწყმა სიხარულისა და სრული თავისუფლების შეგრძნებას ტოვებს. ”სხეულს სივრცე სჭირდება, – ამბობდა მოდელიერი. – როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ პლანში”. თავად კენზო საკუთარ სტილს ”Haute Couture-ის ნგრევას” უწოდებდა, მოხერხებულად ავსებდა რა პარიზულ პეწს შორეულაღმოსავლური და სხვა ეთნიკური დეტალებით. თუმცა, საკუთარი ბუტიკის გახსნის იდეა არასდროს ტოვებდა: დღისით მუშაობდა, საღამოს შედევრებს ქმნიდა.

პირველ ჩვენებაზე 50 ადამიანი მივიდა. ნახა რა  ბამბის ნაჭრისგან შეკერილი უცნაური სამოსი, დარბაზს გრძნობები აეშალა, ერთხანს სიცილი ატყდა…

ჯერ კიდევ მაშინ, წელისა და თეძოს გამოკვეთილი ხაზებით დანაყრებული, გლამურის ბრწყინვალებით დაქანცული ევროპა თარგისა და ფორმის სიმარტივეს, ფერადოვნებას და უჩვეულო ქსოვილების მრავალფეროვნებას ელოდა. ახალი ფილოსოფია თავისებურ ბიძგად იქცა იმისთვის, რომ ვიქტუარის მოედანზე პატარა მაღაზიის  — Jungle Jap — ამბავი ყველას მოსდებოდა.  თავის პირველ ბუტიკში კენზომ კედელზე უზარმაზარი ვარდი დახატა და ეს არც არავის უკვირს – მისთვის ყვავილები იყო და არის კიდსევ სიცოცხლის სიყვარულის გამჟღავნების ფორმა.

1972 წელს Orsay-ს სადგურზე ჩატარებული პირველი დეფილეს გამაოგნებელი ტრიუმფის შემდეგ, პარიზი დანებდა. კენზო პარიზის მოდის ყვავილნარის ახალ და ეგზოტიკურ ეგზემპლარად იქცა. წელიწადში ხუთ კოლექციას ქმნიდა. თავიდან მოიშორა ვიწრო თარგები, ელვა-შესაკრავები და ღილები, ტალღოვანი ფერად-ფერადი კაბები, მოკლე ჟაკეტები, ფართო სვიტერები, კიმონო და გრძელი ქვედაკაბები გააცოცხლა და თან ფრანგული პეწი ამერიკელი ჰიპების ”ლიბერთეს” შეუერთა.

თუმცა საერთაშორისო ბომონდმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა,  როცა ნიუ-იორკში, ლეგენდარული კლუბის Studio 54-ის გახსნაზე, კენზომ ახალი კოლექცია წარმოადგინა.  1976 წელს მან ოფიციალურად დაარეგისტრირა საკუთარი ლეიბლი –  KENZO – და მოდის სახლიც გახსნა. მისი ნებისმიერი ნივთი ექსპერიმენტია, რომელშიც ბუნება ხელოვნებას, აღმოსავლური ტრადიცია და დასავლური სტილი ერწყმის. ტაკადა მარტივად ცნობს ქალების სურვილებს: მათ სურთ, ჩიტებივით თავისუფალი, საკურას ყვავილივით განუმეორებელი, ძალდაუტანებელი და თან კადნიერები იყვნენ.

1987 წელს გამოუშვა პირველი ქალური არომატი – Kenzo de Kenzo, რომლის შუშაზე იმ ყვავილის კვირტი გამოესახათ, რომელიც მხოლოდ დიზაინერის წარმოსახვაში არსებობდა. მოგვიანებით მსოფლიომ კენზოს არომატების მთელი თაიგული ნახა: L’Eau par Kenzo, Kenzo Jungle, Flower by Kenzo —ციტრუსების, იასამნების, მუსკუსის, მანდარინის, ლერწმის, პიტნის, იის, წყლის ლილიების, ვანილისა და ვარდების კოქტეილები.

90-იანების დასაწყისში კომპანია LVMH-მ, რომელიც ფრანგული მოდის სახლებს ფლობდა, Kenzo-ს ფირმა შეისყიდა, რამაც ოსტატს სრული თავისუფლება მისცა, უბრალოდ შემოქმედებით დაკავდა ისე, რომ ბიზნეს-პროცესებით არც დაინტერესებულა.  1999 წელს მშვიდობის ამერიკული პრემია Time for Peace Award მიანიჭეს — ”კოსმოპოლიტურის კარიერისა და სტილისთვის, რომლემაც სრულიად განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების გამოძახილი შეითვისა”. იქვე წარმოუდგინა საზოგადოებას haute couture-ის სამოსი, ფრანსუა ლესაჟის ატელიეში შეკერილი საკურას ყვავილებით მოჩითული  მშვიდობის კაბა: ”ღირებულებების გადასაფასებლად, დასასვენებლად და ძალის მოსაკრებად წელი ან წელიწად-ნახევარი მჭირდება. ბევრი მოგზაურობა მსურს — უბრალოდ სიამოვნებისთვის, თავს იმას მივუძღვნი, რისი დროც ადრე არ მქონდა…”.

თავის მემკვიდრეებად კენზომ 38 წლის ფრანგი ჟილ როზიე და დანიელი როი კეიბერგი დანიშნა. ”მათ იგრძნეს მარკის სული. მინდა, ამ სულის პატივისცემას რაღაც ახალი დაამატონ და სტილი განვითარდეს”. კენზოს სტილის ევოლუციამ არ დააყოვნა და 2001 წელს როზიემ უკვე გაახარა პარიზული პოდიუმი ახალი კოლექციით, რომლის მთავარი სტილისტური ხერხი თეთრ და ნაცრისფერ ქსოვილზე გამოკვეთილი ფერადი ნახატია.

ტაკადამ საზოგადოებას კიდევ შეახსენა თავი, როცა LVMH-სთან კონტრაქტი დადო, რომლის თანახმად, კომპანიას მოდელიერის ლეიბლში დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედო ინტერიერის ნივთების წარმოების მიმართულებითაც. ტანსაცმლის დიზაინერის რანგში მოდის სამყაროში დაბრუნებას კენზო არ გეგმავს. საკუთარი თავის ერთგული რჩება და საკუთარ გზას ეძებს: ”როცა იძულებული ხარ, იმ ტენდენციებზე მოახდინო რეაგირება, რომლებიც შენთვის არცთუ ახლოსაა…  ეს თავისუფლებას გართმევს. მოდა – კალენდარია, განრიგი ყოველთვის ზუსტად უნდა დაიცვა ”.

”ეგზოტიკა – მე თავად ვარ”, — ამბობს საკუთარ თავზე 63 წლის დიზაინერი. მისი ახალი ლეიბლის სახელია Gokan Kobo — ”ხუთი გრძნობის სახელოსნო”, ცხოვრების ფილოსოფიის ახალი ხვია. ის სამოსს მდიდარი და არცთუ მდიდარი ადამიანებისთვის ქმნის, ასხამს რა ხოტბას  ბუნების ჯადოსნობას და ცხოვრების უბრალო სიხარულებს. ხოლო Kenzo-ს მოდის სახლის არტ-დირექტორის  თანამდებობაზე ახლა საკუთარ შინაგან სამყაროში ნიჭიერი მოგზაური ანტონიო მარასია. თავისი კოლექციებით  ის ხშირად ამოგზაურებს თაყვანისმცემლებს შორეულ მხარეებში, თუმცა თავად იშვიათად ტოვებს მშობლიურ სარდინიას. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s