სამოსის ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებაა – დიდი მადემუაზელი

 

“წინააღმდეგი ვარ მოდის, რომელიც მალე გადადის. ალბათ ეს მამაკაცური თვისებაა ჩემში. არ შემიძლია იმის დანახვა, როგორ აგდებენ ტანსაცმელს იმის გამო, რომ გაზაფხული მოვიდა”.
გაბრიელ შანელი

“მოდა ზედმეტად სერიოზული არ უნდა იყოს, არ შეიძლება სპონტანურობის მოკვლა! და ეს მხოლოდ მათ კი არ ეხება, ვინც მოდას აკეთებს, არამედ პირველ რიგში მათ, ვინც სამოსს ატარებს. თუკი მოდას საკუთარ თავში დრამატულ ექსკურსად წარმოადგენ მხოლოდ, მაშინ წინდაწინ უნდა იცოდე, რომ ვერავინ გაგიგებს”.
კარლ ლაგერფელდი

 


Chanel-ის მოდის სახლის ისტორიაში სხვადასხვა ისტორიაა გადახლართული: ესაა თავად გაბრიელ შანელის, მისი გარემომცველი ადამიანების, მისი დროის ამბები. დღეს ეს უბრალო ისტორია კი არა – ლეგენდაა.

გაბრიელ შანელმა მისი დროის მოდის ტრადიციები დაანგრია და შექმნა სტილი, რომელიც  ლაკონურობითა და ელეგანტურობით, სიმკაცრითა და შარმით გაოცებს. მისი წყალობით მოდამ დროის სადავეები მოიმარჯვა…

შანელის ფილოსოფია გენიალურობამდე მარტივი იყო: “შესანიშნავად რომ გამოიყურებოდე, აუცილებელი არ არის იყო ახალგაზრდა და ლამაზი”. მან გაათავისუფლა ქალი სტერეოტიპებთან შესაბამისობის აუცილებლობისგან. უხეში და სულისშემხუთველი კორსეტებისა, გრძელი, აფუებული კაბებისა და უზარმაზარი სამშვენისების  ნაცვლად “პატარა შავი კაბა”, შარვალი და ვარცხნილობა “ა-ლა გარსონი” შესთავაზა.

“სამოსის ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებააო”, – ამბობდა დიდი მადემუაზელი.

თავის სტილს  დამოუკიდებელი – მისნაირი ქალებისთვის ქმნიდა.

* * *

კოკოს გარდაცვალების შემდეგ მარკის მფლობელი ისეთი ადამიანი უნდა გამხდარიყო, რომელიც სტილს შეინარჩუნებდა. ბევრი ცდილობდა, ამ საზომს მორგებოდა, მაგრამ ბოლოს ყველა ნიჭიერი ინდივიდუალისტი აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ბოლო წლებში შანელის სახლის მთავარი სტილისტის სავარძელში კარლ ლაგერფელდი ზის და ახერხებს თანამედროვების ნოტები უკვე შემდგარ კომპოზიციას მოარგოს და აღფრთოვანება არ გაანელოს.

გაზაფხული-ზაფხული 2009 – haute couture:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს FaceBook-ზე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s