ანი კოვაჩის პარიზული ვოიაჟი

 

– ანი, მოგვიყევი რა გრძნობა გქონდა პარიზში გამგზავრების წინ?
– უცხო ქვეყანაში გამგზავრების ცოტა მეშინოდა, მეუბნებოდნენ, ფრანგი ხალხი ძალიან ცივია, გზასაც არავინ მიგასწავლისო. თუმცა ეს სიმართლე არ არის. პარიზი თბილად დამხვდა, elite model look-ში, პარიზის ოფისში ტრადიცია აქვთ, ახალი მოდელის მისვლას ყველა ფეხზე ადგომით თბილად ხვდება, მეც სწორედ ასე დამხვდნენ.

სააგენტოში რამდენიმე ანა ვიყავით, ამიტომ მე ჯორჯია დამარქვეს, მომწონს ჩემი ახალი სახელი და ალბათ სამოდელო საქმესაც ამ სახელით გავაგრძელებ. არც სააგენტოს გარეთ მხვდებოდა ხალხი ცივად, რუქით ხელში მიმავალს გზას ყველა მასწავლიდა. რამდენიმე ფრანგული სიტყვაც შევისწავლე, ძირითადად კი ინგლისურად ვსაუბრობდით.

 

– ვისთან ერთად ცხოვრობდი პარიზში?
– რამდენიმე გოგონა ვცხოვრობდით ერთად, მოდელების სახლში, ასე ეძახდნენ სააგენტოში ამ სახლს. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ორი თვე ერთ ჭერქვეშ მხიარულად გავატარეთ, ერთად ვსადილობდით, თავისუფალ დროს ქალაქს ვათვალიერებდით ან ტელევიზორთან ვიჯექით გადაღებებით დაღლილები.

– რა ცვლილებები შეიტანეს შენს გარეგნობაში, მახსოვს, ასეთივე იყავი პარიზში რომ მიდიოდი, ზუსტად წინა დღეს გნახე.
– ჩემს სტილზე elite model look-ის პარიზის ფილიალმა იზრუნა, თუმცა დიდი ცვლილებები არ შეუტანიათ, ფრანგებს ბუნებრივი სტილი იზიდავთ, ამბობენ, ჩვენი ვიზაჟისტები მაკიაჟით ურჩხულსაც კი მზეთუნახავად გადააქცევენ, ჩვენი მოდელი კი უმაკიაჟოდ უნდა იყოს ლამაზიო.

– რამდენად დატვირთული გრაფიკი გქონდა პარიზში?
– ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ბევრი ახალი ფოტო გადამიღეს პორტფოლიოსთვის, უამრავ კასტინგზე გავედი, ერთ კვირის ჩასული ვიყავი პარიზში, როდესაც „CHANEL“-მა თავისი პრეზენტაციისთვის ამირჩია, CHANEL-ის კასტინგის ძალიან მეშინოდა, ამბობდნენ, ახალ გოგონებს ნაკლებად იყვანენო, ალბათ გამიმართლა (იღიმის).

ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი იყო ჩემთვის Christian Dior -ის ჩვენებაზე მონაწილეობა. ამ სახლმა მოაწყო 60 წლის წინანდელი კაბების ჩვენება, კაბები იმ დროისაა, როდესაც Dior-ი ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო და ეს კაბები მუზეუმში ინახება.

ასევე გადაღებები მქონდა UNGARO; AUT OF ENFLUENS: TEXNIKARD MADMUAZEL; AMICA ITALY -სთვის, ვიმუშავე ისეთ ცნობილ ფოტოგრაფთან, როგორიც არის FRANCCO PAGETTI. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის.

– ანი სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი, როგორც ვიცით, შენ ერთი კვირით ხარ ჩამოსული, ამჯერად რომელ ქვეყანაში მიემგზავრები?
– ჰონკონგში მივემგზავრები, სადაც თამთა შედანია დამხვდება, ალბათ ერთად ვიცხოვრებთ და იქაც დატვირთული გრაფიკი მელის. ჰონკონგიდან დაბრუნებული, გაზაფხულზე სკოლაში გამოცდებს ჩავაბარებ და მერე ნიუ–იორკში მოდის კვირეულზე მივემგზავრები.

თბილისში ერთი კვირით ჩამოსულმა ანამ, მაპატიეთ, ახლა უკვე ალბათ „ჯორჯიამ“ მონატრებული მშობლები და მეგობრები მოინახულა და ჰონკონგის დასაპყრობად გაემგზავრა, როგორც elite model look-ში შევიტყვეთ, გუშინ ჩასულ ანას, დღეს უკვე ძალიან ბევრი საქმე აქვს.

აქ წარმოდგენილი პორტფოლიო გადაღებულია პარიზში, ჟურნალებისთვის გადაღებულ ფოტოებს კი ანა ექსკლუზიურად მოგვაწვდის ახლო მომავალში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : http://www.eva.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s