ეფექტური რჩევები გახდომისთვის

 ალბათ ძალიან დამღლელია მუდმივი რჩევები და ვარაუდები სხვადასხვა დიეტებით გახდომის შესახებ, რომელსაც ბევრი დროს და ენერგია მიაქვს.

ასევე დამღლელია უქმე დღეების დიეტისთვის მზადებაში გატარება, ზოგჯერ კი საჭირო პროდუქტების შეძენასაც ვერ ხერხდება მათი ფასის გამო.

ბევრ ქალბატონს შიშის ზარს სცემს იმაზე ფიქრი რომ ყოველი ლუკმის  კალორია უნდა დათვალოს… რა თქმა უნდა ყველა დიეტა გარკვეულწილად ნებისყოფის დიდ დაძაბვას მოითხოვს და ხშირად შედეგიც ხანმოკლეა ხოლმე.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინებით, ზედმეტი დატვირთვის გარეშე შეძლებთ ოპტიმალური წონის შენარჩუნებას.

  • დაყავით თქვენი დღიური რაციონი და საკვები მიირთვით დღეში რამოდენიმეჯერ, მინიმუმ 3- 5 ჯერ. არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ საუზმეზე, თუნდაც ეს იყოს უბრალოდ ხილი, კრეკერები, ტოსტები…
  • საკვები დაღეჭეთ ნელა, სასურველია, სანამდე გადაყლაპავთ, თითო ლუკმა მინიმუმ 25 – ჯერ მაინც დაღეჭოთ. ასე გადამუშავებულ საკვებს, ორგანიზმი უფრო ადვილად შეითვისებს.
  • წვეულებაზე, ან რამე ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე წასვლის წინ ( სადაც იცით, რომ სუფრა და ნოყიერი საკვები არ აგცდებათ), მოამზადეთ და მიირთვით ორი ცალი თოლხოდ მოხარშული კვერცხი. ეს საკვები შესანიშნავად უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას და წარმატებით შეძლებთ ცდუნებას მარტივად დააღწიოთ თავი.
  • თუ იცით, რომ თქვენს ფიგურაზე ცუდად მოქმედებს სხვადასხვა დესერტები, ტკბილი კომფოტები, დესერტები, შეზღუდეთ ისინი და გადადით გემრიელ და ამავე დროს ძალიან სასარგებლო ხაჭოზე.
  • მოაწყვეთ განტვირთვის დღეები, ანუ ჩაის, ხაჭოს, კარტოფილის და ა.შ დღეები, ასეთი დღეები ავტომატურად დაგეხმარებათ გახდომაში, ამავდროულად ის არ იქნება მოსაწყენი, რადგან შეგიძლიათ გზა მისცეთ ფანტაზიას და ის პროდუქტი, რომელსაც აირჩევთ, მრავალფეროვნად და საინტერესოდ მოამზადოთ.
  • ყოველთვის, საკვების მიღებამდე 10 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა ონკანის, ან მინერალური წყალი, წყალი შეავსებს კუჭს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ, შესაბამისად თქვენ მიიღებთ ნაკლებ საკვებს. გარდა ამისა, მინერალები ხელს შეუწყობს საკვების მონელებას.
  • სცადეთ და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ნატურალური წვენები, შეგიძლათ მიიღოთ 3-4 ლიტრი. ამავდროულად, შეგიძლიათ შუზღუდავად მიირთვათ რამდენიც გსურთ მინერალური წყალი და ბალახის ჩაი. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ასეთი დღე კვირაში შეგიძლიათ მოაწყოთ მხოლოდ ერთხელ. (ამ მეთოდით შესაძლებელია 500 გრ – 1 კგ- ის დაკლება).
  • პრაქტიკული რჩევები გახდომის მსურველი ქალბატონებისთვისმიიღეთ ყოველი საკვების მიღების წინ ერთი ვაშლი, მას შესანიშნავად ითვისებს ორგანიზმი, ამავდროულად იგი ამშვიდებს ნერვებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას.
  • ყოველთვის ახლოს უნდა იქონიოთ ჯანსაღი პროდუქტები, თუ სადილობამდე დიდი დროა, თქვენ კი მოგშივდათ, თავი ხილით და ბოსტნეულით უნდა შეიქციოთ, ამისათვის მუდამ უნდა გქონდეთ ხილისა და ბოსტნეულის მარაგი.
  • კონსერვირებული ბოსტნეული გაყინულით ჩააანაცვლეთ.
  • შეეცადეთ, რომ მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი. მარილი ხელს უშლის ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას, გარდა ამისა, მარილს ისედაც შეიცავს პროდუქტების უმრავლესობა.
  • ეფექტურია თუ შეიძენთ ისეთ სპეციალურ, ტეფლონის ტაფას ან ქვაბს, რომელშიც საკვების მომზადება (შეწვა, მოშუშვა და ა.შ) ზეთის და სხვა ცხიმების გარეშე შეიძლება.
  • ძალიან კარგია, თუ შეიძენთ ორთქლსახარშ ქვაბს, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული ყველაზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი ინარჩუნებს ყველა აუცილებელ კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებებს.
  • შეზღუდეთ საკვების მიღების დრო. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი უზიხართ სუფრას, მით უფრო მეტს შეჭამთ.
  • არასოდეს წახვიდეთ მაღაზიაში, პროდუქტების შესაძენად, მშიერი კუჭით, რადგან ამ დროს შანსია იყიდოთ იმაზე გაცილებით მეტ პროდუქტი, რაც თქვენი და თქვენი ოჯახისთვისაა საჭირო.
  • შეეცადეთ თავი შეიკავოთ გაზირებული, ტკბილი სასმელებისგან, ის ფაქტიურად მხოლოდ შაქარია და არ შეიცავს არავითარ სასარგებლო ნივთიერებებს. უმჯობესია 100% -იანი ნატურალური ხილის წვენი. თუ ის არა გაქვთ, შესაძლებელია თქვენ თვითონ გამოწუროთ ცოტაოდენი წვენი და შეაზავოთ წყალში.
  • დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიოთ გარკვეული რაოდენობის წყალი, ეს ძალიან სასარგებლოა. ნორმად ითვლება იმ რაოდენობის წყლის დალევა,  რასაც მიიღებთ, თუ თქვენს წონას გაყოფთ 0, 04 – ზე.
  • დაივიწყეთ ყოველგვარი ჩიპსები, ორცხობილები (სუხარიკი), თხილი, მზესუმზირა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს მსუბუქი საკვებია, სინამდვილეში კი ისინი ძალიან კალორიულია. უმჯობესია მიირთვათ ჩირი და იოგურტი, რომელთაც ნაკლები კალორია და მეტი სარგებლობა აქვთ.
  • მიირთვით მცირე ზომის თეფშებით, შედეგი მარტივად ასახსნელია – ავტომატურად მიიღებთ ნაკლებ საკვებს.
  • დაჭერით პური, ყველი, ძეხვი და ა.შ რაც შეიძლება თხელ, გამჭვირვალე ნაჭრებად, ანუ ეცადეთ, რომ მხედველობითად მაინც მოატყუოთ თქვენი კუჭი.
  • პრაქტიკული რჩევები გახდომის მსურველი ქალბატონებისთვისყოველთვის თან გქონდეთ საღეჭი რეზინი (შაქრის გარეშე), იგი კარგად უმკლავდება შიმშილის გრძნობას.
  • შეგიძლიათ კვირის განმავლობაში მიიღოთ ზომიერად ალკოჰოლი (1-4 ლიტრი, სასურველია მშრალი ღვინო, შაქრის ნაკლები შემცველობით).
  • თუ კვება უმეტესად გარეთ გიხდებათ, რესტორნებისა და კაფეების უმრავლესობა კერძებს დიდ ულუფებად სთავაზობს მომხმარებელს, ამიტომ თუ შესაძლებელია წინასწარ თხოვეთ, რომ კერძი მცირე ულუფით მოგართვან.
  • თუ დრო ან საშუალება არა გაქვთ იაროთ აუზზე და სპორტულ დარბაზში, გამოყავით  კვირაში ორი-სამი დღე (ნახევარი ან ერთი საათი)  აქტიური დასვენებისთვის, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ფეხით სიარული. თუ მარტო გეზარებათ, შეგიძლიათ ეს მეგობრებთან ერთად გააკეთოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s