ქართველი მოდელის პარიზული ცხოვრება

კრისტინე ძიძიგურიკრისტინე ძიძიგური პარიზში ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს “ელისეს” წარმატებული მოდელია. მისი სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს ვიცე მის-საქართველო გახდა და მალაიზიაში, მის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსზე, მის პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, თბილისში მოხდა. 2010 წლის მარტში გამართულ “Georgian fashion week”-ზე, კრისტინე მიწვეული იყო როგორც სტუმარი. მისი სილამაზე ფრანგული მოდის აგენტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. კრისტინე ერთწლიანი კონტრაქტით მიიწვიეს პარიზში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოში. “ელისეს” წარმომადგენლები მისით ამაყობენ. ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართველი მოდელი, მომავალში ცნობილი ბრენდების სახე იქნება და მათთვის იმუშავებს. როგორც მისი პროდიუსერები აღნიშნავენ, კრისტინე ძალიან ფოტოგენურია, აქვს ლამაზი სხეული, ბუნებრივი სილამაზე, შარმი და ინტელექტი.

წარმატებული გზის დასაწყისი

კრისტინე ძიძიგური

-Georgian fashion week-ზე მიწვეული ვიყავი სტუმრის სტატუსით, რადგან კასტინგებზე ვერ მოვხვდი. ამ დროს ვიყავი ბულგარეთში Fashion show-ში ვიღებდი მონაწილეობას. ასევე სტუმრად იყვნენ სააგენტო “ელისის” წარმომადგენლები. მათ მოვეწონე, მითხრეს, რომ ვაკმაყოფილებდი მათი სააგენტოს კრიტერიუმებს. გადამიღეს ფოტოები და წაიღეს პარიზში. რამდენიმე დღეში კი მივიღე მოწვევა სამოდელო სააგენტო ელისიდან. ეს ძალიან ბედნიერი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში…

ქართველი მოდელის პარიზული ცხოვრება

-პარიზში ვარ ერთწლიანი კონტრაქტით. ძალიან მომწონს აქ ცხოვრება. დამოუკიდებლად მიწევს ყოველი ნაბიჯის გადადგმა, მაშინ როცა საქართველოში სახლშიც კი არ ვყოფილვარ მარტო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოდის დედაქალაქში ვცხოვრობ და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს მოდელი ვარ. ასევე მინდა ავღნიშნო,რომ ძალიან კარგ გარემოში ვცხოვრობ, მაქვს კარგი ბინა ეიფელზე ხედით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გადაღებებიდან სახლში დაბრუნებულს, მჭირდება დასვენება და სმშვიდე. რაც შეეხება ფრანგ ხალხს, არიან ძალიან ელეგენტურები და დახვეწილები. ფრანგული სილამაზე განისაზღვრება ბუნებრივობით და ძალიან გამხდარი სხეულით. პირველად რთული იყო ჩემთვის პარიზული ცხოვრების რიტმში ჩართვა, რადგან ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სულ ფორმაში უნდა ვიყო, ნებისმიერ წამს შეიძლება დამირეკონ და მიმიწვიონ გადაღებებზე.

ფრანგული სილამაზის ფორმულა

-როგორც ავღნიშნე, ფრანგული სილამაზე განისაზრვრება ბუნებრივობით, სიგამხდრით, ინტელექტით, შარმითა და დახვეწილობით. Georgian fashion week-ზე სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა ჩემი შერჩევა. გადამიღეს უამრავი ფოტო, შემიმოწმეს კანის ფერიც კი. როცა მიხვდნენ, რომ სრულიად ბუნებრივი იყო ჩემი ფიზიკური მონაცემები და თვალის ფერიც ბუნებრივი მქონდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, პარიზში ჩემი მიწვევის შესახებ.

წარმატებული მოდელი. მომღერალი, მოცეკვავე და ნიჭიერი სოციოლოგი

-ვცეკვავდი ერისიონში. პარიზში წასვლის შემდეგ კი ვეღარ ვახერხებ ანსამბლთან ერთად ცეკვას. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ ყოველთვის მივდივარ რეპეტიციებზე. ერისიონის ვარსკვლავის გახსნაზეც მომიწვიეს. Aასევე ბავშვობიდან ვმღეროდი ძმასთან ერთად. ვსწავლობდი კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში. დავდიოდი ფორტეპიანოზე, დამთავრებული მაქვს შვიდწლედი.

ასევე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია სოციოლოგია, დავამთავრე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ჩემი ოცნებაა, ჩავაბარო მაგისტრატურაში-სორბონას უნივერსიტეტში.

ბავშვობა

-ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. დედას დავყავდი სხვადასხვა წრეებზე. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დამემკვიდრებინა ადგილი სამოდელო სფეროში და არამარტო… დედას გამოცდილებაც აქვს ამ კუთხით, ის არის 1992 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, მან მოიპოვა გრანპრი აღნიშნულ კონკურსში. დედის აქტიური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით მოხდა ისე, რომ 12 წლის ასაკში დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა, რომელიც საკმაოდ კარგად წარიმართა. ჯერ ვიცე მის საქართველო გავხდი, შემდეგ მალაიზიაში გავემგზავრე და მის პერსონას ტიტულით დამაჯილდოვეს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერც კი ვიოცნებებდი, იმ გარემოში მოხვედრაზე სადაც ეხლა ვარ.

ქართველი მოდელის ფრანგული შარმი და მსგავსება რომი შნაიდერთან

-რომი შნაიდერს პირველად შემადარა, ქართველმა ფოტოგრაფმა აკო ხარისთვალაშვილმა, შემდეგ კი ფრანგმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა კლაუსმა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნი ფაქტია, როდესაც ასეთ ლამაზ ქალს მამსგავსებენ…

ცნობილი ბრენდების სახე…

-ჩემი ფრანგი პროდიუსერები ყოველთვის მეუბნებიან, რომ მე გავხდები დიორის, პრადას ან სხვა ბრენდის სახე, მაგრამ ცნობილი ბრენდები, რომ დაინტერესდნენ მოდელით, საკმარისი არ არის მარტო სილამაზე, ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა არის საჭირო. ჯერ უნდა გაიზარდო და დაიმკვიდრო ადგილი ამ სფეროში. მე ჯერ სულ რამდენიმე თვეა, რაც პარიზში ჩავედი…

წარმატებული მოდელის “პირადი ცხოვრება”

-პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ვფიქრობ, ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, რომ პროფესიული კუთხით განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს პერიოდი მინდა დავუთმო სამოდელო კარიერას, პარალელურად ვაპირებ, ჩავაბარო მაგისტრატურაში, რადგან ჩემი პროფესია-სოციოლოგია, ძალიან საინტერესოა. მინდა კიდევ ბევრი რამ ვისწავლო ამ კუთხით.

კრისტინე ძმასთან ერთად “Fashion Show”-ში

ბულგარეთში ტარდებოდა “fashion show”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 140 მოდელი. კონკურსის ფორმატი ითვალისწინებდა იმას, რომ მოდელები უნდა გამოსულიყვნენ მეწყვილე მამაკაცებთან ერთად. მე წავიყვანე ჩემი ძმა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მოდელი, მისი ფიზიკური მონაცემები დამაკმაყოფილებელი იყო აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო, ძმასთან ერთად ამ შოუში მონაწილეობის მიღება.

მომავლის ხედვა და გეგმები

-ძალიან მინდა გამოვიყენო ის შანსი, რომელიც სამოდელო სააგენტო “ელისე”-ში ყოფნის შედეგად მაქვს, მოდელისთვის ეს დიდი სკოლაა. ვმუშაობ ბევრს, რადგან მინდა უფრო ჩამოვყალიბდე ამ კუთხით და მივაღწიო წარმატებებს. ყველაფერს შრომა და ძალისხმევა სჭირდება. მაქვს მოწვევები ძალიან კარგი სააგენტოებიდან, ლონდნიდან, ნიუორკიდან და ა.შ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,როგორც მოდელისთვის. ჯერ არ ვიცი ჩემი სააგენტოს წარმომადგენლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ…

ვესაუბრე ულამაზეს მოდელს, სოციოლოგს, მოცეკვავესა და მომღერალს. უნიჭიერეს ქართველ გოგონას, რომელმაც თავისი სილამაზით, მოდის დედაქალაქში პარიზშიც კი მოხიბლა საზოგადოება. მოდის კრიტიკოსები მას ძალიან დიდ და წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ისინი აღბრთოვანებულნი არიან კრისტინეს ბუნებრივი სილამაზითა და ინტელექტით. დახვეწილობითა და შრომისმოყვარეობით.

ჩვენ კი მის ერთგულ გულშემატკივრებს, ისღა დაგვრჩენია, მას ვუსურვოთ წარმატებები.


თინა ღლონტი

კრისტინე ძიძიგური კრისტინე ძიძიგური კრისტინე ძიძიგურიკრისტინე ძიძიგური

One thought on “ქართველი მოდელის პარიზული ცხოვრება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s