იოგა ფორმაში ჩაგაყენებთ

იოგა ფორმაში ჩაგაყენებთ

თუ გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამები, იოგა საუკეთესო საშუალებაა პრობლემის მოსაგვარებლად.

ხშირ შემთხვევაში, ზედმეტი წონა ჩნდება მაშინ, როდესაც ბევრს ვჭამთ, ცოტას ვმოძრაობთ ან ნივთიერებათა ცვლა გვაქვს დარღვეული. ჩვენი უმეტესობა მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს- ჩახუთულ ოთახში, უმოძრაოდ… – ასე ჩნდება ზედმეტი კილოგრამები… ფორმაში ჩასადგომად მივმართავთ დიეტებს, ფიზიკურ ვარჯიშებს… .მაგრამ, შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია – რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდდეგ ჩვენ ისევ ვიმატებთ. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გვიუარესდება და საგონებელში ვვარდებით…

ნუ გააწვალებთ თქვენს ორგანიზმს ულტრათანამედროვე ლიმონისა და მზის დიეტებით, რომლებიც გაცლიან უკანასკნელ ძალებს.

იოგა დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში. ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ გულისყური, ცოტაოდენი დრო და სურვილი მიაღწიოთ მიზანს.
გახსოვდეთ, ლამაზი სხეული არ არის იოგას მთავარი მიზანი. ეს ერთ-ერთი თანმხლები დადებითი შედეგია სხვა სასიკეთო შედეგებთან ერთად.

ბალანსირებულად შერჩეული აქტიური და რელაქსაციური ასანები, სპეციალური სუნთქვის ტექნიკა-საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი წონის და ცელულიტების წინააღმდეგ. პირველი შედეგი უკვე რამოდენიმე ვირჯიშის შემდეგაც შეგიძლიათ იგრძნოთ…

მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ვარჯიშისთვის თავის დანებება არ ღირს, რადგან იოგა მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აღადგენს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, რაც ასევე ღრმა რელაქსაციის შედეგია.
ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვას: როგორ უნდა დავიკლოთ იოგას მეშვეობით როდესაც მისი ვარჯიშები არ არის სწრაფი და დამღლელი?
იოგას ვარჯიშები ისეთივე ეფექტურია კალორიების დაწვის თვალსაზრისით როგორც, ოც წუთიანი სირბილი, თუმცა, მთავარი პრივილეგია ასანების მრავალფეროვნებაშია, რადგანაც მათი შესრულებისას არ რჩება სხეულის არც ერთ დაუმუშავებელი პრობლემური ზონა.

იოგა იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, თუ თქვენი ზედმეტი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია. რადგან ნივთიერებათა ცვლა თქვენს ფსიქიკურ მდომარეობაზეც არის დამოკიდებული, მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის და სახკუთარი ორგანიზმის ძალების!

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რამდენ ხანში შეიძლება დავიკლოთ წონაში და გავხდეთ მიმზიდველი გარეგნობის, იოგას მეშვეობით?რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის თავისებურებებზე, ფიზიკური განვითარების დონეზე და არსებული დაავედებების მიზეზებზე.
მთავარია, რომ სერიოზულად მოეკიდოთ ამ საკითხს გამოიჩინოთ ნებისყოფა და მოთმინება, შედეგს კი დღითი დრე იგრძნობთ, თუნდაც ერთი თვის შემდეგ შეიძლება თვალსაჩინო შედეგი გქონდეთ, ხოლო თუ ვარჯიშს სისტემატურად გააგრძელებთ, მაშინ ეს პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ იოგას ვარჯიშების შედეგად დაკლებულ წონას ორგანიზმი დიდხანს ინარჩუნებს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იოგას რეგულარული პრაქტიკა ეხმარება შეაფერხოს წონის მატება უფროსი თაობის ადამიანებში.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 45 დან 55 წლამდე უმრავლესობა ადამიანებისა იმატებს წონაში 1 წელიწადში 0,5 კილოგრამს, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკის ხალხი არ უთავსებს საკვების მიღებას, შემცირებულ ფიზიკურ აქტივობას.
იოგა გაძლევთ საშუალებას, ვარჯიშები შეასრულოთ ფრთხილად თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, რასაც ვერ მოგცემთ სხვა ტიპის აქტივობები.

ვარჯიშის დროს დახარჯავთ საკმარის კალორიებს ზედმეტი წონის მოსაშორებლად.

იოგა, ასევე დაგეხმარებათ რომ, მოუსმინოთ საკუთარ თავს, განავითაროთ თქვენი შინაგანი შესაძლებლობები და უნარები, გამოიმუშავოთ ნებისყოფა რის შედეგადაც თავისუფლად აარიდებთ თავს არასასურველ საკვებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s