აერობიკა (ინგლ. aerobics< ბერძნ. aer – ჰაერი, bios – სიცოცხლე). გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა სისტემა, სხვაგვარად- რიტმული ტანვარჯიში. სრულდება მუსიკის თანხლებით, ხელს უწყობს სხეულის ჰარმონიულ განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობის მოწესრიგებას. გავრცელებული ფორმებია: საბაზო აერობიკა – აერთიანებს საერთო ტანვარჯიშულ ვარჯიშებს, რბენას და ხტომას, სრულდება ნაკადურად და შეუჩერებლად; აკვააერობიკა – სრულდება თავთხელ და ღრმა წყალში; საცეკვაო აერობიკა – შეიცავს სხვადასხვა საცეკვაო მოძრაობას; სპორტული აერობიკა – სპორტის ცალკე სახეობად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც შედგება ტანვარჯიშული ელემენტებისგან და სრულდება სწრაფი ტემპით; კრივ-აერობიკა – მოიცავს საბრძოლო ხელოვნების სტილიზებულ ფორმებს.
Advertisements