საახალწლო კაბები წვეულებისთის

საახალწლო

რასაკვირველია, ახალი წელი ეს არის დიდი კარნავალი, ბალი, მასკარადი, მაგრამ  ყველას მისი აღნიშვნის თავისებური გეგმა აქვს: ზოგისთვის ახალი წელი რომანტიული  ვახშამია, ზოგისთვის – შეხვედრა ძველ მეგობრებთან, ბევრი კი ამ დღესასწაულის  გატარებას თბილ, ოჯახურ გარემოში ამჯობინებს. თუმცა, ყველას სურს ახალი წლის  დღეებში ლამაზად და სადღესასწაულოდ გამოიყურებოდეს. ოპტიმალური ვარიანტი  ნებისმიერი შემთხვევისთვის არის კაბა. კლასიკა, როგორიცაა პატარა შავი კაბა,  მშვენიერი არჩევანი იქნება. ხოლო ვისაც ეს მოდელი უკვე მობეზრდა და ჰგონია, რომ  ამოწურა მისი შესაძლებლობები, ძალიან სცდება. მათ უბრალოდ უნდა შეათვალიერონ  პატარა შავი კაბის თანამედროვე ვარიანტები და აუცილებლად შეიცვლიან აზრს.   Continue reading

ვერსაჩე – ხელმისაწვდომი ყველასათვის

Versace for H&M Colection – ამ კოლექციამ ვერსაჩეს ბრენდი ყველასათვის  ხელმისაწვდომი გახადა, მას მოდისა და მსხვილი დიზაინერების ტანდემი  პირველი არ არის მსოფლიო მოდის ბაზარზე და საკმაო წარმატებებითაც სარგებლობს.

Continue reading

ტაკადა კენზო: ქალებს თავისუფლება სურთ


“ცნობისმოყვარე უნდა იყო და მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგწონს, თუნდაც შემოსავალი არ მოჰქონდეს”, — თქვა ერთხელ ტაკადა კენზომ, ”იაპონელი მოდელიერიდან  ყველაზე მეტად ევროპელმა” დიზაინერმა. Continue reading

MaximuM-ის ფოტომოდელი სალომე კალანდაძე

ინტერვიუ სამოდელო სააგენტო MaximuM–ის 16 წლის მოდელ სალომე კალანდაძესთან

სალომე კალანდაძე Continue reading

ანი კოვაჩის პარიზული ვოიაჟი

 

– ანი, მოგვიყევი რა გრძნობა გქონდა პარიზში გამგზავრების წინ?
– უცხო ქვეყანაში გამგზავრების ცოტა მეშინოდა, მეუბნებოდნენ, ფრანგი ხალხი ძალიან ცივია, გზასაც არავინ მიგასწავლისო. თუმცა ეს სიმართლე არ არის. პარიზი თბილად დამხვდა, elite model look-ში, პარიზის ოფისში ტრადიცია აქვთ, ახალი მოდელის მისვლას ყველა ფეხზე ადგომით თბილად ხვდება, მეც სწორედ ასე დამხვდნენ.

სააგენტოში რამდენიმე ანა ვიყავით, ამიტომ მე ჯორჯია დამარქვეს, მომწონს ჩემი ახალი სახელი და ალბათ სამოდელო საქმესაც ამ სახელით გავაგრძელებ. არც სააგენტოს გარეთ მხვდებოდა ხალხი ცივად, რუქით ხელში მიმავალს გზას ყველა მასწავლიდა. რამდენიმე ფრანგული სიტყვაც შევისწავლე, ძირითადად კი ინგლისურად ვსაუბრობდით.

 

Continue reading

სამოსის ელეგანტურობა მოძრაობის თავისუფლებაა – დიდი მადემუაზელი

 

“წინააღმდეგი ვარ მოდის, რომელიც მალე გადადის. ალბათ ეს მამაკაცური თვისებაა ჩემში. არ შემიძლია იმის დანახვა, როგორ აგდებენ ტანსაცმელს იმის გამო, რომ გაზაფხული მოვიდა”.
გაბრიელ შანელი

“მოდა ზედმეტად სერიოზული არ უნდა იყოს, არ შეიძლება სპონტანურობის მოკვლა! და ეს მხოლოდ მათ კი არ ეხება, ვინც მოდას აკეთებს, არამედ პირველ რიგში მათ, ვინც სამოსს ატარებს. თუკი მოდას საკუთარ თავში დრამატულ ექსკურსად წარმოადგენ მხოლოდ, მაშინ წინდაწინ უნდა იცოდე, რომ ვერავინ გაგიგებს”.
კარლ ლაგერფელდი

 

Continue reading