Tag Archive | ფრჩხილების მოვლა

დავაკვირდეთ, ჯანმრთელია თუ არა ჩვენი ფრჩხილები

ფრჩხილი ლამინირებულ ფირფიტას წააგავს, რომელიც ცილოვანი ნივთიერებისგან – კერატინისგან არის აგებული.      ჯანმრთელი ფრჩხილი გლუვი, ერთფეროვანი და  ერთგვაროვანია, არც ლაქები აქვს და არც ბორცვაკები, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგალითად, შესაძლოა, ფრჩხილის ფუძიდან კიდემდე ვერტიკალური ხაზი გაჩნდეს და ერთ დროს იდეალურად ლამინირებულმა ფირფიტამ ერთგვაროვნება დაკარგოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ასაკის ბრალია. კიდევ ერთი უვნებელი ცვლილებაა თეთრი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ფრჩხილის ტრავმის შედეგად ჩნდება, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ და, როგორც წესი, ფრჩხილის ზრდასთან ერთად ქრება. Continue reading